„მეგობრობის ჯაჭვი“- ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სახალისო აქტივობა
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო, მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ. ამჯერად, პედაგოგ ფატი რაზმაძის ხელმძღვანელობით, პირველი კლასის მოსწავლეებმა აქტივობა - „მეგობრობის ჯაჭვი“ განახორციელეს. მათ საკუთარ მეგობრებზე დაწერეს, დახატეს და დაახასიათეს. აღნიშნეს, თუ რატომ უყვართ ისინი და როგორ ერთობიან ხოლმე.
როგორც მასწავლებელი ამბობს, მათ ცნება - მეგობრობა „თავისებურად“ გაიაზრეს. ის პატარა მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ღირსეული და წარმატებული მომავალი თაობის აღზრდაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: