„პლანეტები და მათი შესაბამისი ხმები“ - ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის III კლასელთა ​მუსიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი
19-04-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის III კლასში, მუსიკაში თემაზე - „პლანეტები და მათი შესაბამისი ხმები“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა, გაკვეთილზე, ნახეს ვიდეო პლანეტების შესახებ, მოისმინეს თუ როგორი ჟღერადობა აქვს თითოეულ მათგანს სხვადასხვა ინსტრუმენტზე.

ბავშვებმა, ასევე იმუშავეს და შეუსაბამეს თითოეულ პლანეტას თავის სიმაღლე, ხმა და რიგითობა.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203