მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა
19-04-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ბუნების მასწავლებელმა - ნათია გოგოლაძემ, V კლასის მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით მოაწყო გასვლითი გაკვეთილი ჭიათურის ტერიტორიაზე, კერძოდ მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კაცხის სვეტზე.

გაკვეთილის თემა იყო - წარსულის შესწავლა ნამარხებით.

გაკვეთილის მიზანი კი გახლდათ: მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, როგორ ხდება დედამიწის წარსულის შესწავლა და ნამარხი ორგანიზმების მიხედვით, შესძლებოდათ მსჯელობა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე.

„კონკრეტულად ამ გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ჭიათურის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნამარხებს და მათ ისტორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მასწავლებელს მიაჩნია, რომ ასეთი აქტივობა, მოსწავლეებში გაზრდის მეტ მოტივაციას უკეთ შეისწავლონ საგანი.

ამ აქტივობამ მოსწავლეებში და მათ მშობლებში დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203