საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს სტუმრობდნენ
23-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის VI კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები დამრიგებლის იოსებ აფაქიძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამების - „აღდგომა გაზაფხულის დღესასწაული“, ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა იხილეს ვიზუალური მასალები, რომელთა საშუალებით შეიტყვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს ნაბდის მასალისგან სააღდგომო ბაჭია. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203