თბილისის N28 სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
23-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა.

VII კლასში გაიმართა ვიქტორინა და მას პედაგოგი თინა გიორგაძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეებმა თავიანთი უნარები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ასევე, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან, რომელიც ლექსებით გაამრავალფეროვნეს VI კლასის მოსწავლეებმა, აღნიშნულ შეხვედრასაც პედაგოგი თინა გიორგაძე ხელმძღვანელობდა. 

ბოლოს, კი სკოლაში კედლის გაზეთების გამოფენა მოეწყო, V, VI, VII და IX კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და მნახველთა მოწონებაც დაიმსახურეს. აღნიშნულ აქტივობას კი, პედაგოგები: თინა გიორგაძე და მანანა ბასილაიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203