ციხისძირის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში „ანბანთქება“ გაიმართა
31-05-2018
ციხისძირის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში ღონისძიება - „ანბანთქება“ გაიმართა. სკოლის წარმომადგნელის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
„33 ოქროს მტევანი“ მარცვალ-მარცვალ აჭიკჭიკდა. აჭიკჭიკდნენ და ერთიანად დააფრქვიეს ქართული ანბანის მადლიანი ჰანგები ლექსებითა და სიმღერებით, ცეკვებითა და მადლიერების უსაზღვრო გრძნობით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დასრულება მიულოცეს და სიგელებით დააჯილდოვეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს