
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასელებმა განახორციელეს საინტერესო პროექტი „ქართული კინო და მუსიკა“, რომელსაც პედაგოგი იზა ფხაკაძე ხელმძღვანელობდა.
ბავშვებმა ღონისძიებაზე, საინტერესო მუსიკალური ნომრები წარადგინეს - იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დასწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
პროექტი ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგვასი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: