წესის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ვიქტორინა მიეძღვნა
19-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია.

სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვიქტორინა ჩატარდა. 

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-5, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები. მათ შესაძლებლობები - სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ვიქტორინის თემატიკა ეხებოდა მორფოლოგიის, ორთოგრაფიისა და სტილისტურ საკითხებს. 

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ვიქტორინაში დასმულ საკითხებს. ვიქტორინას უძღვებოდა სოფელ წესის საჯარო  სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მესხი.

აღსანიშნავია, სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203