ჭოგნარის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა
22-04-2024

ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნებოდა. 

კონკურსს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ლორია.

მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში კარგად ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელწერა და მოსწავლეთა შემოქმედებითობის წახალისება, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203