რუსთავის N20 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ბაღების აღსაზრდელებს თოჯინური სპექტაკლით უმასპინძლეს
19-04-2024
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ირმა წინწალაშვილმა რუსთავის N17, N20, N22 ბაღების აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს უმასპინძლეს. 

მოსწავლეებმა პატარებისთვის თოჯინების თეატრი გამართეს, მათ სცენაზე სხვადასხვა ზღაპრისა და იგავ-არაკის პერსონაჟები საოცარი ოსტატობით გააცოცხლეს. 

ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, ბაღის აღსაზრდელებმა სასკოლო გარემო დაათვალიერეს, კითხვები დასვეს და წარმოდგენით აღფრთოვანებულები დარჩნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203