რუსთავის N20 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა დაასუფთავეს
19-04-2024
რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ ისინი არაერთ თემატურ აქტივობაში მონაწილეობენ. ამჯერად, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, „სადაგთან“ ერთად, ორგანიზებულ დასუფთავების აქციას დიდი ხალისით შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარედ წინასწარ შერჩეული ტერიტორია დაასუფთავეს, რაშიც მათ პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინვენტარი გამოიყენეს. 

დასუფთავების აქციამ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა 8 ნაგვის პარკი შეაგროვეს და სანაგვე ურნებში განათავსეს.

„დასუფთავების შემდეგ მოსწავლეებმა სიამოვნებით მიირთვეს კომპანია „სადაგის“ გამოგზავნილი ტკბილეული. მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამას, პარტნიორ ორგანიზაციებსა და „სადაგს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203