„კლიმატის ცვლილება“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა
19-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლებაში, პროექტული სწავლების მორიგი აქტივობა გაიმართა.

მე-10 კლასში (მოქლაქეობის მასწავლებელი - თამილა თუთბერიძე, დამრიგებელი - ლელა მანდარია) განხორციელებული აქტივობის თემა იყო „კლიმატის ცვლილება“. მის ფარგლებში, გაიმართა „შეხვედრა მოწვეულ სტუმართან“. სტუმრის რანგში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის პროფესორი, ამავე სკოლის მენტორი მასწავლებელი მზია კუბეცია იყო. 

შეხვედრის დასაწყისში ამავე კლასის მოსწავლის - ჯულიანა კუბლაშვილის შექმნილი ვიდეორგოლი უჩვენეს, რომელშიც ამომწურავად იყო გადმოცემული ადამიანის ნეგატიური ზეგავლენა ბუნებაზე. ღონისძიებაზე სტუმარმა მოსწავლეების დასმულ შემდეგ შეკითხვებს უპასუხა:

1. როგორ მოქმედებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ატმოსფეროში ნახშირბადის რაოდენობის ზრდაზე და ველური ბუნების შემცირებაზე?
2. რა შეიძლება მოყვეს ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების მიზანმიმართულ განადგურებას?
3. როგორ პროგნოზს აკეთებენ მეცნიერები 2100 წლისთვის?
4. რა მოხდება, თუ არ ვიმოქმედეთ?
5. არსებობს მდგომარეობის გამოსწორების შანსი?

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესით ისმენდნენ მიწოდებულ ინფორმაციას. ისინი კმაყოფილები იყვნენ და დასასრულს, მზია კუბეციას მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას  მე-11 კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203