ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, დედაენის დაცვის კვირეულის ფარგლებში, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, დედაენის დაცვის კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლები და მოსწავლეები ექსკურსიაზე საჩხერეში იმყოფებოდნენ, რათა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი დაეთვალიერებინათ.
მათ სხვიტორში მწერლის სახლ-კარი, ხოლო სავანეში მისი ძიძის ეზო მოინახულეს. გარდა ამისა, ისინი ჭიათურაშიც იმყოფებოდნენ, სადაც კაცხის სვეტი ნახეს.
„მართლაც ამ სვეტზე ითქმის - „რა ხელმა ააგო, რა ნიჭმა ააგო...“ შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოვემართეთ სამტრედიისაკენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: