გეჯეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო ღონისძიებით დააგვირგვინეს
18-04-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა. 

ქართული ენის დღეები პირველ კლასში საინტერესო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

დასკვნით ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებელი თეონა მიქავა ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ილუსტრირებული წიგნი შექმნეს,  კალიგრაფიული ნამუშევრები სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს, ქართული ენის ისტორიას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს, მოხატული ანბანი წარადგინეს, ენას ხოტბა შეასხეს, ანბანის კოშკი შექმნეს, ანდაზები გააჟღერეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, შემოქმედებითი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203