დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ახალბედისეულის საჯარო სკოლაში
18-04-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით, ისინი სასკოლო საზოგადოებას დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მხატვრული ჩანაწერები, ლექსები და შეასრულეს ქართული ნაციონალური ცეკვები და სიმღერები.

სკოლაში აღინიშნა, რომ დედაენის დღე საქართველოში 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს ათასობით ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ეს დღე ყველა ქართველისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია!

„ქართული მარტო ენაა?!-
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!-
იმოდენაა!“, - ამ სიტყვებით კი დაგვირგვინდა ემოციებით დატვირთული ღონისძიება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203