დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება კაცხის საჯარო სკოლაში
18-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებით აღინიშნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ნომრებითაც, ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობისთვის.
დღე ემოციური, დასამახსოვერები და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს