გეჯეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
18-04-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. 

„დედაენა ყველგან არის, დედაენა ყველგან გაჰქუხს, გაუმარჯოს, დედაენას გაუმარჯოს, ენას ქართულს...“, - ამ სიტყვებით დაიწყო პატრიოტული მოტივებით განმსჭვალული ღონისძიება. 

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, ამ დღის არსსა და მნიშვნეობას კიდევ ერთხელ გაეცნნენ და ენის ქონის პრივილეგიაზეც ისაუბრეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203