დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება ჟოშხის საჯარო სკოლაში
18-04-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენა ქვეყნის თვითმყოფადობისთვის. 

მოსწავლეები ბუნებაშიც გავიდნენ და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203