არხილოსკალოს საჯარო სკოლის კლუბი „სახალისო ქიმია“ და მათი საინტერესო ექსპერიმენტები 
18-04-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. სკოლის კლუბი „სახალისო ქიმია“ საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს, რომლებიც მოსწავლეთათვის ძალიან სახალისოა.

ამჯერად, მათ მორიგი ექსპერიმენტები: „საიდუმლო წერილები“, „მარილების გამოცნობა ალის შეფერილობით“, „ნიტრატების დაშლა“, ჩაატარეს.

​ექსპერიმენტების დროს მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში შესანიშნავად გამოიყენეს და შედეგებით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203