საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საჭადრაკო ჩემპიონატი დაიწყო
18-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჭადრაკის სწავლებასა და მის პოპულარიზაციას. 

სწორედ ამ მიზნით, გიმნაზიაში, ჭადრაკში, სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში: I-IV, V-VIII, IX-XII, გაიმართება. ინიციატივაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

პირველ დღეს, ჩემპიონატი გაიმართა დაწყებით კლასებში, რომელიც გიმნაზიის ბიბლიოთეკაში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203