პტენის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია მოამზადეს
18-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს და აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი ხელისით, ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, თემაზე - „ბრტყელი, მრგვალი და რგოლოვანი ჭიები“, პედაგოგ გულნაზი კოჩალიძის ხელმძღვანელობით, საიტერესო პრეზენტაცია გაიმართა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეთა ცოდნის, მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203