გუმათის საჯარო სკოლის წიგნის კლუბის წევრებმა წაკითხული ნაწარმოებები ქალაქის ბიბლიოთეკაში განიხილეს
18-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში წიგნის კლუბი „ჩვენ და წიგნები“ წარმატებით ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა აქტივობას დიდი ენთუზიაზმით ახორციელებენ.

ამჯერად, ისინი, პედაგოგ აზა სვანიძის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ ქუთაისის 22-ე ბიბლიოთეკას (ხელმძღვანელი: რიტა რობაქიძე).

ბავშვებისთვის შთამბეჭდავი იყო ბიბლიოთეკაში სტუმრობა. მათ აირჩიეს მათთვის სასურველი მხატვრული ლიტერატურა და წაიკითხეს. საინტერესოდ წარიმართა დისკუსია ამა თუ იმ წიგნისა თუ საკითხის შესახებ.

„მადლობა ქალბატონ რიტა რობაქიძეს გულთბილი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203