Holidays - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია
18-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხო ენებს დიდი წარმატებით ეუფლებიან. 

ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობაც ეწყობა. მათ შორის, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში თემატურად შესწავლილი სხვადასხვა რელიგიური და არარელიგიური დღესასწაულებიდან გამომდინარე, პრეზენტაციები - Holidays, მოამზადეს და თითოეულის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევარი მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს. 

 
აღსანიშნავია, რომ მათ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ყოველთვის საინტერესო, მამოტივირებელ და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203