„ლურჯი პლანეტა“ - ოზურგეთის N3 სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტზე მუშაობისთვის დაჯილდოვდნენ
18-04-2024

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა პროექტი და აქტივობა იმართება, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის პროექტის - „ლურჯი პლანეტა“ დახურვა და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა, რომლის ხელმძღვანელი ნინო ვაშალომიძე გახლდათ.

ბავშვებმა პროექტზე მუშაობისას შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„საოცარი დღე, საოცარი ემოციები და უმაგრესი მეოთხეკლასელები!“, - ასე აფასებენ სკოლაში პროექტსა და მოსწავლეებს.

პროექტი „ლურჯი პლანეტა“ განხორციელდა “ასოციაცია-ბიოს” საგრანტო პროექტის - „ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა ბუნებისმეტყველების დაწყებით საფეხურზე” მიხედვით, რომელიც დააფინანსა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის(ctc) სკოლა-ლაბის პროგრამამ „სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში“ და გერმანულმა ფონდმა Bread for the World-მა (BfdW).

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203