დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ყვარლის N2 საჯარო სკოლაში
18-04-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში, II ,III, IV კლასებში განხორციელდა მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქტივობები.

II კლასის მოსწავლეებმა დედაენისა და ქართული ენის შესახებ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები , ნახეს პრეზენტაცია, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს ეხებოდა. პრეზენტაციის დახმარებით გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის მუზეუმის ფოტოებს, წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და ისაუბრეს პერსონაჟებზე და მათ თვისებებზე. ასევე, გაიხსენეს ბარბარიზმები და მათ შესაბამისი სიტყვები შეუსაბამეს.

III და IV კლასებში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეებს გადაეცათ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელები.

IV კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული დამწერლობის საფეხურები (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). ასომთავრული (მრგლოვანი) ანბანის 38 ასო. მოისმინეს ინფორმაცია, ასომთავრული ანბანიდან ამოღებული ხუთი ასო-ბგერის, ანბანიდან ამოღების საჭიროების შესახებ.

IV კლასში, სწორედ, ასომთავრული ანბანის გამოყენებით განხორციელდა კალიგრაფიის კონკურსი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203