ხრიალეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
22-04-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში იაკობ გოგებაშვილის შესახებ ფილმის ჩვენება მოეწყო, ხოლო ღონისძიებაში მონაწილეები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203