ქართული ენის კვირეული ტურცხის საჯარო სკოლაში
18-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის - თამარ დევდარიანის ხელმძღვანელობით, ქართული ენის კვირეული გაიმართა. ღონისძიებაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.

გარდა თამარ დევდარიანისა, ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრი მასწავლებლები. დასასრულს, გაიმართა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება, შემდეგ ნომინაციებში:

  1. კალიგრაფიისკონკურსის გამარჯვებულები: ვერონიკა აფარიანი, ჰასმიკ არაქელიანი, მარიამ ალბერტიანი;
  2. ხატვის კონკურსის გამარჯვებულები: იუღიკ ხითარიანი, თაგუჰი მოვსესიანი, ნანე ელიაზიანი, არმინე ალბერტიანი;
  3. „საუკეთესო ფერადი ანბანი“ - გამარჯვებულები: გაიანე ალბერტიანი, ვერონიკა სეროფიანი, ინგა სეროფიანი.

სკოლის დირექცია, დირექტორი - შორენა აკოფაშვილი მადლობას უხდის სკოლის ქართული ენის კათედრას აქტიურობისთვის და უსურვებს წარმატებებს სასკოლო-სასწავლო საქმიანობაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203