
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში დღის ცენტრში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ღონისძიება „მეწარმეობის ბაზრის“, გამართვის შემდეგ გაიმართა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ემპათიის გრძნობისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის - „მე და სამართლიანი სამყაროს“ წევრებმა, ხელოვნების, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული დღე გაატერეს.
„ჯადოსნური სამყარო“ ჯადოსნურ სივრცეთ იქცა“, - ასე შეაფასეს გასვლითი ღონისძიება სკოლაში. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე, ელენე ყვავაძე და ზაირა ტყაბლაძე.
„სიკეთე სანაცვალგარდოა“, „ჩვენ ერთად ვქმნით პოზიტიურ გარემოს“, - ასეთი გახლდათ მოსწავლეთა გზავნილები.
იხილეთ ფოტოები: