მაჭატიის საჯარო სკოლის მე-9 კლასში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
18-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სომხური ენის მასწავლებელმა - ლუსია უზუნიანმა, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად, პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა. ის სომეხ მწერალს - ვაჰან ტერიანს ეძღვნებოდა. მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა მათ, მწერლის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა კედლის გაზეთიც გამოუშვეს.

„მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი იყო ინფორმაციის მოძიება, რადგან ვაჰან ტერიანი სამცხე-ჯავახეთიდან, კერძოდ, განძიდან იყო“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203