ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
18-04-2024
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად, სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა, რომლებმაც ქართული ენის სიდიადე და მოსწავლეთა თვალით დანახული მშობლიური ენა წარმოაჩინეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო.
მათ ქართული ენის ისტორია და მნიშვნელობა კარგად იციან.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს