აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტური წარმატებით გადალახეს
18-04-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა შესაძლებლობების გამოვლენაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ახლახან, სკოლაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „ზოგადი და პროფესიული განათლება“ ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადების“ საფუძველზე, სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტური გაიმართა.

მისი თემები იყო: „ჩემი საყვარელი ზღაპარი“, „გაზაფხული“, „უცხოპლანეტელები ან კოსმოსი“ და „ნახატი, რომელსაც აჩუქებდით მშობელს“. მოსწავლეები კონკურსის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ. პირველი ტური საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა: ლუკა თურმანიძემ, ნინი დუმბაძემ, ნიკოლოზ მადოიშვილმა, მეგი ხაჯიშვილმა და ლუკა ზიბზიბაძემ წარმატებით გადალახეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა მხატვრებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203