ახალქალაქის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი, ღია გაკვეთილი-ექსკურსია
18-04-2024
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა.

მათ შორის, მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღია გაკვეთილი-ექსკურსია გაიმართა. ისინი ლიტერატურის მასწავლებლის - სვეტლანა მურადიანის თანხლებითა და კლასის დამრიგებლის - ანაიდ ჟამკოჩიანის ხელმძღვანელობით, განძაში, მწერალ ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ სივრცე და იქ დაცული ექსპონატები დაათვალიერეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გასვლითმა აქტივობამ წარმატებით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203