თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მათემატიკის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
22-04-2024
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, პირველკლასელთა მათემატიკის ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო -11-დან 20-მდე რიცხვები. გაკვეთილს პედაგოგი ლია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, პედაგოგმა მოსწავლეებს არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
ბავშვები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.