„მადლობა, ამ უანგარო სიხარულისთვის“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
18-04-2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში თოთოეული მოსწავლის ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეები ორგანიზაციამ - „ქალები სამართლიანობისათვის“ გაახარა. პატარებმა ორგანიზაციისგან საჩუქრები მიიღეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ სიკეთემ ბავშვებში სიხარული და დიდი ემოცია გამოიწვია.

„პირველი კლასის მშობლებისა და ბავშვების სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გამოვხატო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ და ქალბატონ სოფო ჭანტურიას მიმართ. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა იმ უანგარო სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ ჩემს პატარებს აჩუქეთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203