„დანაშაული, სასჯელი და პასუხისმგებლობა“- ხონის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი
18-04-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ამჯერად, მე-11ა კლასში, ქართულ ლიტერატურაში, მასწავლებელ ავლორა ომანაძე-ასლანიკაშვილის ხელმძღვანელობით, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო - „დანაშაული, სასჯელი და პასუხისმგებლობა“. მოსწავლეებმა რეალისტი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობაში - „ხევისბერი გოჩა“, აღწერილ ტრაგედიაზე ისაუბრეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების აზრით, შეცდომისგან გამოწვეული დანაშაულის გამოსწორების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა და ამ უფლების ხელყოფა დაუშვებელია. დამსწრე საზოგადოებამ საკითხისადმი მათი ჰუმანური დამოკიდებულება მოიწონა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს