„მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები და იდუმალი ადგილები“ - ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პრეზენტაცია
18-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები, აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის X და XI კლასების მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებლის - ვარტანუშ სეირანიანის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს პრეზენტაცია თემით - „მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები და იდუმალი ადგილები“.

მოსწავლეები პრეზენტაციის მომზადებაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მათ ისაუბრეს ბერმუდის სამკუთხედისა და თოჯინების კუნძულის შესახებ.

„მსოფლიოში ბევრი ღირსშესანიშნავი და იდუმალი ადგილია, მაგრამ მაყურებლებისთვის ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო იყო ბერმუდის სამკუთხედი და თოჯინების კუნძული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი იყო.

მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203