„ბაროკოს ეპოქის მხატვრები და კომპოზიტორები“ - საბუეს საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა საინტერესო კონფერენცია
18-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო, სკოლის VII კლასის მოსწავლეთა ინტეგრირებული კონფერენცია თემაზე - „ბაროკოს ეპოქის მხატვრები და კომპოზიტორები“.

მოსწავლეებმა, კლასში წარადგინეს ბაროკოს ეპოქის მხატვრების და კომპოზიტორების ცხოვრება და შემოქმედება, ასევე მოისმინეს მუსიკალური ნაწარმოების ფრაგმენტები.

კონფერენციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მისი ორგანიზატორები: მაია ახალკაციშვილი და ნანა ზაალიშვილი იყვნენ.

ეს დღე ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203