ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის უცხოური ენების კათერაზე არსებულმა კლუბმა საინტერესო შეხვედრა ჩაატარა
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითა თუ ღონისძიებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის უცხოური ენების კათერაზე არსებულმა კლუბმა - Еnglish speaking club საინტერესო, მოსწავლეებს საჭიროებაზე მორგებული შეხვედრა ჩაატარა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელმძღვანელმა - სოფიო მანიამ, საინტერესო აქტივობების გამოყენებით, მიზნის მიღწევა შეძლო.
მოსწავლეებმა შეძლეს, რომ ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ტრადიციები გადმოეცათ. შეხვედრაში კათედრის მეორე მასწავლებელი - თათია ფიფიაც აქტიურად მონაწილეობდა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კათედრას, აქტიური მუშაობისთვის.
იხილეთ ფოტოები: