დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ტყიბულის N6 სკოლაში
18-04-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნება. 

ცხადია სკოლაში არც დედაენის დღეს ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე და მას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ენით შეკავშირებულმა ერმა შექმნა თვითმყოფადი, უკვდავი კულტურა და ხელოვნება, ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. 

მოსწავლეები დაესესხნენ ვაჟა-ფშაველას:  „ენა დედაა ერისაო“,- ამ სიტყვებით შთაგონებულებმა დედა ენას ხოტბა შეასხეს. 

II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილი ქართული შემართებით პატივი მიაგეს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით დედა ენის დღეს.

„შენ ნუ სტირი საქართველოვ, არაფერი არ მოგსვლია!“ - ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ხელჩაჭიდებულ გოგო-ბიჭების წყალობით სულ იქნება ჩვენს მამულში „აი ია, აი ია“. ვუსურვებთ ჩვენს ერს, არასოდეს დაეკარგოს დედა - ქართული ენა!“,- ამ სიტყვებით დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელმაც ემციების გარეშე არავინ დატოვა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203