ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები კინოთეატრს ესტუმრნენ
18-04-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები დამრიგებელთან, შორენა ბუიღლიშვილთან ერთად  ქუთაისში, კინოთეატრ „სინემა სქართველოში“ იმყოფებოდნენ, სადაც 3D ფორმატში ნახეს ფილმი - „ვილი ვონკა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმმა ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ.

დღე შთაბეჭდილებებით აღსავსე, დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203