„მოგზაურობა ჰაგიოგრაფიის სამყაროში“- პერევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საინტერესო საპრეზენტაციო ნაშრომი მოამზადეს
18-04-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგ ეკატერინე ლომაურიძის ხელმძღვანელობით, საპრეზენტაციო ნაშრომი მოამზადეს. მისი თემა იყო „მოგზაურობა ჰაგიოგრაფიის სამყაროში“. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

გარდა ამისა, მათ დავალების ელექტრონული ვერსიაც შექმნეს. მოსწავლეებმა სამუშაო პროცესში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს და მორიგი აქტივობები დაგეგმეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებმა და მათ მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203