ერკეთის საჯარო სკოლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით აღიჭურვა
18-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეთოდის - „სწავლა კეთებით“, ხელშეწყობას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრას შეუძინა მრავალფეროვანი რესურსები სხვადასხვა სირთულის საგანმანათლებლო ელექტრონული კონსტრუქტორების სახით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები უკვე პრაქტიკულად ეცნობიან ელექტრონიკის საოცარ სამყაროს და საუკეთესო შესაძლებლობები აქვთ ახალ-ახალი პროექტების შესაქმნელად.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სივრცის მოწყობა, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და მოტივაციის ზრდისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203