წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდა
18-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ. 

კონფერენცია - „ჩვენ ვსაუბრობთ ქართულად“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N1, N2, N3 და N4 საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან ერთად ქართული ენის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს მაღლაკის, გვიშტიბისა და ბანოჯის, ასევე, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლიდან კონფერენციაში მონაწილეობდა მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კოვზირიძე თემით - სიბრძნით სავსე „მართალი კაცი“. 

მოსწავლე წარმატებით წარდგა აუდიტორიის წინაშე და სკოლა ასახელა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203