ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
18-04-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და განსაკუთრებულად აღნიშნავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს.
ცხადია გამონაკლისი არც დედის დღე ყოფილა, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგების: თამარ კობახიძეს, შორენა კიკვაძეს, ნინო ბოჭორიშვილის და იზა ხარატიშვილის ხელმძღვანელობით, ეს დღე, რამდენიმე აქტივობით აღნიშნეს.
მოეწყო ფილმის - „ჩვენი ენა ქართული“, ჩვენება, მოსწავლებმა გამოფინეს თავიანთი ხელნაწერები, ტესტირებით გამოავლინეს ცოდნა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, იმსჯელეს, თუ რატომ უნდა დაიცვან ენის სიწმინდე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს