ტყვირის საჯარო სკოლაში სპორტული შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
18-04-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამ მიმართულებით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა იმართება. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამასთან დაკავშირებით, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს