დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხაიშის საჯარო სკოლაში
18-04-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი
მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის, ქართული დამწერლობის მნიშვნელობაზე და გაიხსენეს 1978 წლის მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი. სხვადასხვა კლასებმა კედლის გაზეთებიც წარადგინეს და სასკოლო სივრცეში გამოფინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203