დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრვალფეროვანი ღონისძიება წალკის N2 საჯარო სკოლაში
18-04-2024
წალკის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ. 

კვირეულის ფარგლებში, ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის დაწყებით (I-VI) კლასებში ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება, რომელიც შემეცნებითთან ერთად შემოქმედებითი აქტივობებით იყო გაჯერებული. 

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნეს შთამბეჭდავი დეკორაცია და სასკოლო სივრცეში, ერთ კუთხე გააფორმეს. 

მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობასაც გაეცნენ და აღნიშნეს, თუ რამხელა სიმდიდრეა ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიფო ენის ქონა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203