ჭვინთის საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 95-ე წლისთავს პოეზიის საღამო მიეძღვნა
18-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა, ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, წიგნის კლუბის - „მწიგნობარნი“ და „ნორჩი მკითხველები“ წევრებმა, რომელთა ხელმძღვანელი: მ.ჩინჩალაძე გახლავთ, პოეზიის საღამო მიუძღვნეს „ქართული სიტყვის უბადლო ოსტატს“ - მუხრან მაჭავარიანს, რომელსაც დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდებოდა.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წაიკითხეს მუხრანი მაჭავარიანის ცნობილი ლექსები, გაიხსენეს მისი ცხოვრების ნაცნობი თუ უცნობი დეტალები და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად მოისმინეს მუხრან მაჭავარიანის წაკითხული ლექსი: „შენ, სისხლო, ჩემო“.

ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ჩინჩალაძემ აღნიშნა, რომ მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება გამორჩეულია, რადგან ის იყო თავისუფლებისა და სამშობლოს მოყვარული პოეტი, რომელიც იღწვოდა და ემსახურებოდა ქართველ ერს და საქართველოს.

საღამო იყო საინტერესო და ემოციური. 

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203