„განათლებულ ქალთა როლი საზოგადოებაში“ - არსარვანისა და აშკალის საჯარო სკოლების დედაენის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი პროექტი
18-04-2024

უკვე ერთი წელია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის (აზერბაიჯანულენოვანი) და სოფელ აშკალის (სომხურენოვანი) საჯარო სკოლები დამეგობრებულები არიან და თანამშორმლობენ. ისინი ერთობლივად საინტერესო პროექტებს აწყობენ.

ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აშკალის საჯარო სკოლაში, განხორციელდა მათი ერთობლივი პროექტი: „განათლებულ ქალთა როლი საზოგადოებაში“.

პროექტის ინიციატორები იყვნენ არსარვანის საჯარო სკოლაში არსებული კლუბ „განმანათლებლების" ხელმძღვანელები, ქართული ენის პედაგოგები - ნათია გიგლემიანი და ეკატერინე კაკრიაშვილი, ასევე, აშკალის საჯარო სკოლის ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეცენტაციები:

  • განათლება და განათლებული ქალის როლი საზოგადოებაში;
  • გენდერული თანასწორობა;
  • ფემინისტი ქალები;
  • ქალთა განათლება და სტერეოტიპები;
  • ქალთა საარჩევნო ხმის მოპოვების უფლება (ისტორიული მიმოხილვა).

პროექტის მიზანი იყო ორ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, მოსწავლეთა დამეგობრება, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და განმტკიცება არაქართულენოვან სკოლებსა და თემში.

პროექტის მომზადებაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მასში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203