არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
19-04-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებელ ნანა თავბერიძესთან ერთად, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის ისტორიული მოვლენები და ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, შეაფასეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203